weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტი დააკავეს - ხადიჯა ისმაილოვა

12:27 ხუთშაბათი, 22 ივნისი 2017
ქამრან მაჰუმდოვი ქამრან მაჰუმდოვი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ხადიჯა ისმაილოვას ინფორმაციით, „რადიო თავისუფლების“ ყოფილი პროდიუსერი, ფრილანსერი ჟურნალისტი ქამრან მაჰმუდოვი აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარზე დააკავეს. ისმაილოვას ცნობით, ჟურნალისტი, რომელიც საქართველოში მიდიოდა, შესამოწმებელ პუნქტზე აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა გააჩერეს და უთხრეს, რომ პოლიციის მიერ იძებნებოდა.

„ადვოკატს პოლიციამ თავდაპირველად უთხრა, რომ ქამრანი იძებნებოდა. მოგვიანებით კი განაცხადეს, რომ ძებნილთა სიაში არ იყო, თუმცა ქვეყნის დატოვება აკრძალული ჰქონდა. ადვოკატი მაჰმუდოვს გათავისუფლებას ელის, თუმცა ის აზერბაიჯანიდან გამგზავრებას ვერ შეძლებს“, - წერს ხადიჯა ისმაილოვა სოციალურ ქსელში.

ისმაილოვას ინფორმაციით, ის და ქამრან მაჰუმდოვი ერთად მუშაობდნენ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) ერთ-ერთ რადიო გადაცემაზე, ხოლო მას შემდეგ რაც რადიოს ოფისი ბაქოში დაიხურა, მაჰმუდოვი სხვადასხვა პლათფორმაზე დამოუკიდებლად მოღვაწეობს და მიმდინარე მოვლენებზე ინტერვიუებს ამზადებს. „ის თავისუფალი ჟურნალისტია. მისი დაკავების სხვა მიზეზი არ არსებობს“, - ამბობს ისმაილოვა.

ბაქოში წინასწარ პატიმრობაში რჩება ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი და აქტივისტი აფგან მუხთარლი, რომელიც თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. აფგან მუხთარლის განცხადებით,  ის პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს, რომლებიც ქართულად საუბრობდნენ, მოგვიანებით კი მისი თავი აზერბაიჯანელებს გადასცეს.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]