weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ივლისში შედგება

00:37 ორშაბათი, 03 ივლისი 2017
ედვარდ ნალბანდიანი და ელმარ მამედიაროვი ედვარდ ნალბანდიანი და ელმარ მამედიაროვი

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს სავარაუდოდ 11 ივლისს, ავსტრიაში შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

"ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ეუთოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში შეხვდებიან ერთთმანეთს, რაც 11 ივლისს მოხდება. მოსალოდნელა, რომ შეხვედრაში ასევე მიიღებენ მონაწილეობას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში ჩართული შუამავლებიც", - განუცხადა "რია ნოვოსტის" წყარომ, რომელიც დიპლომატიური წრიდანაა.

30 ივნისს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდიანმა განაცხადა, რომ მზად არის აზერბაიჯანელ კოლეგას, ელმარ მამედიაროვს შეხვდეს. მისივე თქმით, შეხვედრა ივლისში შედგება. მინისტრმა კომენტარი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებითაც გააკეთა და განაცხადა, რომ მოლაპარაკებების პროცესში მთიანი ყარაბაღის მხარის მონაწილეობა მნიშვნელოვანია.

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს ბოლოს მიმდინარე წლის 28 აპრილს, მოსკოვში შეხვდნენ. შეხვედრის ინიციატორი რუსეთის მხარე, კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იყო. 

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]