weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რამზან კადიროვის განცხადებით, ჩეჩნეთში გეები არ არიან

23:37 შაბათი, 15 ივლისი 2017

ჩეჩნეთს რესპუბლიკის მეთაურს რამზან კადიროვს კიდევ ერთხელ მოუხდა მის ქვეყანაში გეების დევნასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გაცემა. ამერიკული ტელეარხის HBO-ს სპორტული განყოფილების რედაქტორმა დევიდ სკოტმა კადიროვს ჰკითხა, თუ რას ფიქრობდა ჩეჩნეთში გეების დევნასა და წამებაზე გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რაზეც რამზან კადიროვმა უპასუხა, რომ ჩეჩნეთში გეები არ არიან.

"ეს უაზრობაა. ჩვენთან ასეთი ხალხი არ არის. თუ არიან, წაიყვანეთ კანადაში, დიდება ალაჰს, ჩვენგან შორს, რომ გაიწმინდოს სისხლი. ისინი ეშმაკები არიან, ისინი იყიდებიან, ისინი ადამიანები არ არიან. დაწყევლილები იყვნენ იმისთვის, რასაც ჩვენზე საუბრობენ. ამისთვის ყოვლისშემძლის წინაშე მაინც აგებენ პასუხს", - განაცხადა რამზან კადიროვმა.

ჩეჩნეთში გეების მასობრივი დაკავებების, წამებისა და მკვლელობების შესახებ ინფორმაცია რუსულმა გამოცემა "ნოვაია გაზეტამ" მიმდინარე წლის აპრილში გამოაქვეყნა. რესპუბლიკის ხელისუფლებამ ბრალდებები უარყო და ჟურნალისტები ცილისწამებაში დაადანაშაულა. მოგვიანებით "როიტერმა" დაბეჭდა ორი ჰომოსექსუალი მამაკაცის მონათხრობი. ისინი ჩეჩნეთში მათი წამების შესახებ საუბრობენ. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Human Rights Watch-ის სპეციალურ ანგარიშში კი ნათქვამია, რომ ჰომოსექსუალების დევნა შესაძლოა პარლამენტის თავმჯდომარის მაგომედ დაუდოვის ხელმძღვანელობით ხდებოდა.

ჩეჩნეთში გეების უფლებების დარღვევის გამოძიებისკენ რუსეთს საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა და პოლიტიკოსებმა მოუწოდეს.

 

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]