weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

რუს ბლოგერ ალექსანდრ ლაპშინს აზერბაიჯანში პატიმრობა მიუსაჯეს

14:42 ხუთშაბათი, 20 ივლისი 2017

აზერბაიჯანის სასამართლომ სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა ცნობილ რუს ბლოგერ ალექსანდრ ლაპშინს, რომელიც დამნაშავედ სცნეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისათვის.

40 წლის ალექსანდრ ლაპშინი, რომელიც ასევე ფლობს ისრაელის, უკრაინისა (სხვა სახელ-გვარით) და ბელარუსის მოქალაქეთა პასპორტებს, უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ 2011 და 2012 წლებში მთიან ყარაბაღში მისი ყოფნა არ იყო ნაკარნახევი არავითარი პოლიტიკური მოტივით, სეპარატისტულ ანკლავს კი ბლოგერი აზერბაიჯანის ტერიტორიად მიიჩნევს.

აზერბაიჯანული მხარისგან ოფიციალურად მიღებული ნებართვის გარეშე, 2011 წლის აპრილსა და 2012 ოქტომბერში ლაპშინი უკანონოდ იმყოფებოდა ყარაბაღში, რითაც მან, ბაქოს განცხადებით, დაარღვია „აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის“ და „საპასპორტო რეჟიმის“ შესახებ კანონები. იგი აზერბაიჯანის მოთხოვნით, ბელარუსში 2016 წელს დააკავეს და უკრაინისა და ბელარუსის მოქალაქეა, რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ბელარუსის ხელისუფლებამ აზერბაიჯანს გადასცა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]