აგვისტო 20, 2018
weather cur airplane horoscope tv

ჩეჩნეთში არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები არ არიან - რამზან კადიროვი

20:20 - 06 მაისი 2017 hits 591

ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის განცხადებით, ჩეჩნურ საზოგადოებაში მოვლენა სახელწოდებით „არატრადიციული ორიენტაცია“ არ არსებობს. კადიროვის სიტყვებით, ჩეჩნეთში ხალხი ათასწლეულების განმავლობაში სხვა წესებით ცხოვრობს, რომლებიც მორალის ნორმებს და ერთმანეთთან ეთიკურ ურთიერთობებს კარნახობენ.

რუსულ გამოცემა „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, 5 მაისის განცხადებაში კადიროვმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გეების შევიწროების შესახებ შეტყობინება სამართალდამცავებს არ მიუღიათ. ჩეჩნეთის მეთაურის თქმით, არასწორია ინფორმაცია, რომ თითქოს მოქალაქეებს სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვის ეშინიათ.

რამზან კადიროვის განცხადებით, ჩეჩნეთში გეების შევიწროებასთან დაკავშირებით დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებები უსაფუძვლო და ობიექტურ ინფორმაციას მოკლებულია.

„თუ მათ ნამდვილად აინტერესებთ ეს საკითხი, პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი დევნა არ არის. თუკი დასავლეთი ულტიმატუმის ფორმით ითხოვს მივიღოთ მათი წესები, რომ მამაკაცები მამაკაცებზე, ხოლო ქალები ქალებზე ქორწინდებოდნენ, შვილად იყვანდნენ ბავშვებს და მათაც იგივეს ასწავლიდნენ, მაშინ ეს ჩვენი ერისთვის მიუღებელია“, - განაცხადა კადიროვმა.

მისივე თქმით, ის მზად არის ჩეჩნეთში სექსუალური უმცირესობების უფლებების დარღვევის საკითხზე მჭიდროდ ითანამშრომლოს უფლებადამცველ ტატიანა მოსკალკოვასთან.

აღსანიშნავია, რომ კადიროვის ამ განცხადებამდე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირობა დადო, რომ ჩეჩნეთში გეების დევნასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას მხარს დაუჭერდა.

აპრილის დასაწყისში რუსულმა გამოცემამ „ნოვაია გაზეტა“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ჩეჩნეთში ბოლო თვეების განმავლობაში დააკავეს ასზე მეტი ადამიანი, რომლებიც ჰომოსექსუალურ ურთიერთობებში იყვნენ ეჭვმიტანილები. გამოცემის ინფორმაციით, მოკლულია სულ მცირე სამი მამაკაცი.

ჩეჩნეთში გეების უფლებების დარღვევის გამოძიებისკენ რუსეთს საერთაშორისო ორგანიზაციებმა და პოლიტიკოსებმაც მოუწოდეს.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]