weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ჩეჩნეთში სამხედრო ნაწილში ოთხი სამხედრო მოსამსახურე მოკლეს

11:52 სამშაბათი, 24 ოქტომბერი 2017

ჩეჩნეთში განთავსებულ რუსეთის ეროვნული გვარდიის სამხედრო ნაწილში, უფროსმა ლეიტენანტმა სამხედრო მოსამსახურეებს ცეცხლი გაუხსნა და ოთხი სამხედრო სასიკვდილოდ დაჭრა. ლეიტენანტი საპასუხო სროლის შედეგად იქნა ლიკვიდირებული.

შემთხვევა 23 ოქტომბერს მოხდა. მოტივი, რის გამოც ლეიტენატმა სროლა დაიწყო, უცნობია.

„ბი ბი სის“ რუსული სამსახურის ინფორმაციით, სექტემბერში მსგავსი ინციდენტი მოხდა დაღესტანში, როდესაც 23 წლის კაპრალმა ოფიცრებსა და სხვა სამხედრო მოსამსახურეებს ცეცხლი გაუხსნა. შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ხოლო მარტში, ჩეჩნეთში რუსეთის გვარდიის სამხედრო ნაწილზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ექვსი სამხედრო და ექვსი თავდამხმელი დაიღუპა. ამ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლმურმა სახელმწიფომ“ აიღო.

რუსეთის ეროვნული გვარდია 2016 წლის გაზაფხულზე შეიქმნა და ჩრდილოეთ კავკასიაში კონტრტერორისტულ ოპერაციებში მონაწილეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]