weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ჩეჩნეთში უცხოელ სპეცრაზმელებს მოამზადებენ

21:06 ორშაბათი, 08 მაისი 2017

ჩეჩნეთში საერთაშორისო სასწავლო ცენტრის აშენებენ, სადაც წვრთნებს დსთ-ს, ლათინური ამერიკისა და არაბული ქვეყნების სპეცრაზმის მებრძოლები გაივლიან. ძალოვან სტრუქტურებთან ურთიერთობებში რამზან კადიროვის დამხმარის დანილ მარტინოვის განცხადებით, ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი სამხედრო სპეციალიზირებული ცენტრი იქნება.

„ეხო კავკაზის“ ინფორმაციით, საწვრთნელი ცენტრის ფართობი 400 ჰექტარია და ტაქტიკური-სპეციალური მომზადების ტრენინგებისთვის სრულად არის აღჭურვილი.

ცენტრში ერთდროულად 1 000-ზე მეტი სპეცრაზმელის საცეცხლე, საჰაერო-სადესანტო და წყალქვეშა მომზადება იქნება შესაძლებელი. ადგილზე დარჩენა კი 500 ადამიანს შეეძლება.

სპეციალური დანიშნულების რაზმის საერთაშორისო სასწავლო ცენტრი გუდერმესის რაიონში 2018 წელს გაიხსნება.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]