weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

პატრიარქმა კირილემ მეჰრიბან ალიევა რუსული ეკლესიის დახმარებისთვის დააჯილდოვა

16:23 კვირა, 17 დეკემბერი 2017

აზერბაიჯანის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, პირველმა ლედიმ და ჰეიდარ ალიევის ფონდის პრეზიდენტმა მეჰრიბან ალიევამ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილესგან ჯილდო მიიღო.

სააგენტო „აზერტაჯის“ ინფორმაციით, რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის დახმარებისთვის, ასევე, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრული ურთიერთობების გამტკიცებისთვის ალიევას წმინდა მოციქულთასწორი ოლღას ორდენი გადაეცა.

აღნიშნული ორდენით ქალები საეკლესიო, სახელმწიფო და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის ჯილდოვდებიან.

აზერბაიჯანული მედია წერს, რომ მეჰრიბან ალიევას პატრონაჟით 2013 წელს, რუსეთის გაქრისტიანების 1025 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ასტრახანში წმინდა მოციქულთასწორი ვლადიმირის ძეგლი დაიდგა, წელს კი მისი მიმდებარე ტერიტორია კეთილმოეწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]