იანვარი 21, 2018
weather cur airplane horoscope tv

რეკლამა

დაღესტანში სპეცოპერაციის შედეგად ტერორიზმში ეჭვმიტანილები მოკლეს

16:56 - 17 დეკემბერი 2017 hits 260

დაღესტნის სოფელ გუბდენში, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, სამი ადამიანი მოკლეს. რუსული მედიის ინფორმაციით, ნაციონალურ ანტიტერორისტულ კომიტეტში განაცხადეს, რომ მოკლულები ბანდიტები იყვნენ და მათ კავშირი ჰქონდათ ტერორისტულ დანაშაულთან.

„საბრძოლო შეტაკების შედეგად სამი ბოროტმოქმედი განეიტრალდა. ერთ-ერთი მათგანის ვინაობა დადგენილია. ანტიტეორისტული კომიტეტის ოპერატიული შტაბისთვის ცნობილია, რომ ის ალიგაჯი ხამუტაევის ბანდის ერთ-ერთი მეთაურია. მას რვა ადამიანი ჰყავს მოკლული და განხორციელებული აქვს თავდასხმა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ავტოკოლონაზე“, - განაცხადეს ანტიტერორისტულ კომიტეტში.

მათივე ინფორმაციით, სახლში, სადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილები იმყოფებოდნენ, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ყუმბარები იპოვეს.

კონტრტერორისტული ოპერაციას მშვიდობიან მოსახლეობას ან ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს შორის მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამ დროისთვის დანარჩენი ორი მოკლული პირის ვინაობა დგინდება.

სოფელ გუბდენში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი 16 დეკემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე გამოცხადდა. დღეს კი ანტიტერორისტულ კომიტეტში განაცხადეს, რომ „ბოევიკებმა“, რომლებიც კერძო სახლში ალყაში მოაქციეს, სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი