weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

აზერბაიჯანის განცხადებით, მთიან ყარაბაღში სომხეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა გაანადგურეს

10:57 სამშაბათი, 16 მაისი 2017
აზერბაიჯანის განცხადებით, მთიან ყარაბაღში სომხეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა გაანადგურეს ფოტო © Albert Khachatryan

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანს პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებს. მათი განცხადებით, 15 მაისს, 16:30 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მართვადი რაკეტით იერიში მიიტანეს სამხედრო ობიექტებზე, რის შედეგადაც სამხედრო ტექნიკა დაზიანდა.

ე.წ. თავდაცვის უწყების ინფორმაციით, საჰაერო იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია. მათივე განცხადებით, აზებაიჯანის შეიარაღებული ძალების პროვოკაცია უპასუხოდ არ დარჩება, ხოლო შედეგზე მთელი პასუხისმგებლობა აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დაეკისრება.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება აზერბაიჯანულმა მხარემაც გააკეთა და სომხეთი ფრონტის ხაზზე მდგომარეობის გამწვავების მიზნით, პროვოკაციული მოქმედებების გაგრძელებაში დაადანაშაულა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ კონფლიქტის ზონაში სომხეთის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა და პირადი შემადგენლობა გაანადგურეს.

„სომხეთის საჰაერო თავდაცვის საზენიტო-სარაკეტო სისტემა „ოსა“ სამხედროებმა ახალ პოზიციაზე გადაიყვანეს და საჰაერო სივრცეზე კონტროლის დამყარება სცადეს. საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს, რომლის შემადგენლობაში 5 სამხედროა, შეუძლია სამიზნე 45 კილომეტრის რადიუსში აღმოაჩინოს და 9 კილომეტრის დაშორებით გაანადგუროს“, - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის და პირადი შემადგენლობის განადგურება აზერბაიჯანის საფრენი აპარატების დაცვის მიზნით მოხდა.

2016 წლის აპრილში გამოცხადებული ზავის მიუხედავად, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლი არ წყდება. 1990-იან წლებში დაწყებული კონფლიქტის განმავლობაში დაახლოებით 30 ათასი ადამიანია დაღუპული.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]