თებერვალი 19, 2018
weather cur airplane horoscope tv

პარტია „მუსავატმა“ აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა

11:25 - 11 თებერვალი 2018 hits 171
ფოტოზე ისა გამბარი ფოტოზე ისა გამბარი

აზერბაიჯანის ოპოზიციურმა პარტია „მუსავატმა“ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. „კავკაზსკი უზელის“ ინფორმაციით, პარტია მიიჩნევს, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა უკანონოა და ლეგიტიმურ საფუძველს მოკლებული.

„მუსავატი“ სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებთან ერთად არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ იბრძოლებს.

„გადაწყვეტილება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ რაიმე ფორმით დასაბუთებული უნდა ყოფილიყო, საზოგადოებისთვის ამის შესახებ განმარტება უნდა გაეკეთებინათ. მაგრამ ხელისუფლებამ ვერ შეძლო აეხსნა, რატომ გახდა აუცილებელი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. არ არსებობს მინიმალური პირობაც კი დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. საარჩევნო კომისიები ყველა დონეზე მმართველი პარტიის მიერ კონტროლდება. ყველა ტელეარხს და რადიოსადგურს, მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების აბსოლუტურ უმრავლესობას ხელისუფლება აკონტროლებს. სოციალურ ქსელებში ნადირობენ იმ ხალხზე, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. შეზღუდულია სიტყვის, პრესის, გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების უფლება“, - ამბობს „კავკაზსკი უზელთან“ ინტერვიუში „მუსავატის“ ლიდერი არიფ გაჯილი.

„მუსავატის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ისა გამბარი იყო.

„ჩვენ გვინოდა იმ არჩევნებში მონაწილეობა, რომელიც შემოდგომაზე უნდა გამართულიყო. მაგრამ რეჟიმმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა ამის ყოველგვარი აუცილებლობის გარეშე. ხელისუფლებას ეშინია პატიოსანი არჩევნების და ცდილობს, ის თავისთვის მაქსიმალურად მოსახერხებელ პირობებში ჩაატაროს. ხელისუფლება 11 აპრილის არჩევნების გაყალბებას აპირებს“, - განაცხადა ისა გამბარმა.

აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 17 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა 5 თებერვალს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თარიღი გადმოსწია და 11 აპრილს რიგგარეშე არჩევნები დანიშნა. ოპოზიციური პარტიებისთვის ეს გადაწყვეტილება მიუღებელია. მათ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს. რაც შეეხება მმართველ პარტიას, „ახალი აზერბაიჯანს“, მათი საპრეზიდენტო კანდიდატი კვლავ ილჰამ ალიევია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]