სექტემბერი 22, 2018
weather cur airplane horoscope tv

გროზნოდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყება - გამბულატოვი

14:58 - 18 თებერვალი 2018 hits 748

2018 წელს, ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყება, - ამის შესახებ გროზნოს აეროპორტის დირექტორმა სულთან გამბულატოვმა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა.

„2018 წელს თბილისსა და გროზნოს შორის პირდაპირი ავიარეისები დაიწყება. საერთო ჯამში, ვგეგმავთ, რომ აპრილში გაჩნდეს ახალი მარშრუტები, მათ შორის დუბაის და ამანის მიმართულებით. ასევე, იგეგმება ახალი ავიარეისები გროზნოსა და ისეთ ქალაქებს შორის როგორიც არის სოჭი, დონის როსტოვი და სიმფეროპოლი“, - ამბობს გროზნოს აეროპორტის დირექტორი.

TASS-ის ცნობით, 2017 წელს გროზნოდან რეგულარული ავიარეისები დაინიშნა სტამბოლის, მიუნხენისა და პეტერბურგის მიმართულებით.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „რეგინფოს“ განუცხადეს, რომ გროზნოდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულებასთან დაკავშირებით შეთანხმება არ არსებობს.

ოფიციალური ინფორმაციით, გროზნოს საერთაშორისო აეროპორტი 5 ავიაკომპანიის რეისებს იღებს. რუსეთის ფედერაციის მასშტაბით ავიარეისებს ასრულებს ავიაკომპანია „გროზნი ავია“, რომელიც 2007 წელს მთავრობის ინიციატივით შეიქმნა. 2014 წლიდან კომპანია ბაზირებულია რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ სიმფეროპოლშიც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]