ივლისი 17, 2018
weather cur airplane horoscope tv

სომხეთის პრემიერ-მინისტრად სარგსიანის შესაძლო დანიშვნა პარლამენტში გააპროტესტეს

10:13 - 12 აპრილი 2018 hits 313

სომხეთის პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციური ბლოკის, „ელკ“-ის (გამოსავალი) წარმომადგენლებმა საკვამლე კაფსულები აანთეს, რითიც მესამე პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრად შესაძლო არჩევა გააპროტესტეს.

„ელკ“-ი აცხადებს, რომ მმართველ რესპუბლიკურ პარტიას განზრახული აქვს 17 აპრილის, პარლამენტის სხდომაზე ყოფილი პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრად აირჩიოს, რითიც ის ფაქტობრივად ქვეყნის პირველი პირი გახდება.

„სომხეთის თავისუფალო მოქალაქეებო, დადგა დრო, როდესაც ჩვენ შეგვიძლია წინ აღვუდგეთ სერჟ სარგსიანის მესამე ვადით არჩევას და წერტილი დავუსვათ რესპუბლიკური პარტიის ძალაუფლებას“, – განაცხადა პარლამენტში გამოსვლის დროს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა არარატ მირზოიანმა.

მირზოიანმა ხალხს მოუწოდა, შეუერთდნენ 13 – 17 აპრილს ერევანში, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ მიტინგს.

სერჟ სარგსიანს პრეზიდენტის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადა ერთი თვის წინ ამოეწურა. სომხეთის ახალი პრეზიდენტი, დიდ ბრიტანეთში სომხეთის ყოფილი ელჩი არმენ სარქსიანი კონსტიტუციური რეფორმის შედეგად, პარლამენტმა 7 წლით აირჩია.

სერჟ სარგსიანი სომხეთის პრეზიდენტი 2008 წლიდან იყო. დიდი ალბათობით სწორედ ის დაიკავებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას.

ახალი კონსტიტუციით სომხეთის პრეზიდენტის უფლებამოსილება მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ფუნქციების დიდი ნაწილი აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას გადაეცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]