weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სომხეთში სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობა იმართება

13:39 ორშაბათი, 16 აპრილი 2018

სომხეთის დედაქალაქში ოპოზიციის მომხრეებმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს და ერევანში რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს. აქცია-მსვლელობის მონაწილეები აპროტესტებენ ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნას. ამ საკითხს სომხეთის პარლამენტმა კენჭი ხვალ უნდა უყაროს.

დღეს, აქციის ორგანიზატორ პარტიას „სამოქალაქო შეთანხმებას“ სტუდენტები და აქტივისტებიც შეუერთდნენ. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მათ მიერ 10 წუთის განმავლობაში პარალიზებული იყო მეტროს მუშაობა და დაბლოკილი იყო რამდენიმე ხიდი. „სამოქალაქო შეთანხმების“ ლიდერის, ნიკოლ პაშინიანის წინამძღოლობით, აქცია-მსვლელობის მონაწილეებმა პოლიციის კორდონები გაარღვიეს, მათ ხელები მაღლა ჰქონდათ აწეული იმის ნიშნად, რომ მშვიდობიან აქციას მართავენ და პოლიციასთან დაპირისპირება არ სურთ.

სერჟ სარგსიანს, რომელიც სომხეთის პრეზიდენტი 2008 წლიდან იყო, უფლებამისილების ვადა 2018 წლის მარტში ამოეწურა. ამის შემდეგ პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად დიდ ბრიტანეთში სომხეთის ყოფილი ელჩი არმენ სარქსიანი 7 წლით აირჩია. განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, სახელმწიფოს მეთაური პრემიერ-მინისტრი გახდა. ამ თანამდებობაზე ასარჩევად 14 აპრილს მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ სერჟ სარგსიანი წარადგინა. კანდიდატურას კენჭს 17 აპრილს უყრიან და დიდი ალბათობით, მთავრობის მეთაურად სარგსიანს აირჩევენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]