weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ნიკოლ პაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელეს

09:56 ხუთშაბათი, 26 აპრილი 2018

სომხეთის პარლამენტის ოპოზიციურმა ფრაქცია „ელკმა“ საპროტესტო გამოსვლების ლიდერი, ნიკოლ პაშინიანი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა. ამ თანამდებობის დასაკავებლად მას მხარი პარლამენტის 53-მა წევრმა უნდა დაუჭიროს. „ელკი“ პარლამენტში ცხრა დეპუტატით არის წარმოდგენილი, კიდევ ერთ ოპოზიციურ პარტიას, „წარუკიანს“ – 31 დეპუტატი ჰყავს.

სომხეთის პარლამენტში უმრავლესობა რესპუბლიკურ პარტიას აქვს, რომელმაც 13 აპრილს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად სერჟ სარგსიანი წარადგინა, 17 აპრილს კი თანამდებობაზე აირჩია. რესპუბლიკური პარტია „დაშნაკცუთიუნთან“ ერთად კოალიციას ქმნიდა, თუმცა 25 აპრილს მმართველი კოალიცია დაიშალა.

სომხეთში ორ კვირაზე მეტია მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს, რის შედეგადაც 23 აპრილს, პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი და მთავრობა გადადგა.

25 აპრილს ნიკოლ პაშიანინის ხელმძღვანელობით სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია განახლდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პაშინიანსა და მმართველ პარტიას შორის დაგეგმილი მოლაპარაკებები ჩაიშალა. პაშინიანი ითხოვს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნოს ხალხის კანდიდატი, ამის შემდეგ მოხდეს დროებითი მთავრობის ფორმირება და ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]