weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სომხეთში საქართველოსთან დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს - მედია

13:26 ოთხშაბათი, 02 მაისი 2018

საპროტესტო მოძრაობის ლიდერის, ნიკოლ პაშინიანის მხარდამჭერებმა სომხეთში სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია განაახლეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მათ საერთაშორისო აეროპორტისკენ, საქართველოსა და ირანისკენ მიმავალი საავტომობილო გზები გადაკეტეს.

რადიო თავისუფლების ცნობით, ერევნიდან გიუმრის მიმართულებით დღეს მატარებლები ვერ მოძრაობენ. გადაკეტილია ერევანი-სევანის საავტომობილო გზა. აქციის მონაწილეთა მიერ ქალაქ ვანაძორში ბლოკირებულია მერიის და ლორეს ოლქის ადმინისტრაციის შენობები.

აქციებს კვლავ შეურთდნენ სტუდენტები და ისინი სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში გამოვიდნენ.

მას შემდეგ, რაც 1-ელ მაისს სომხეთის პარლამენტის უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნიკოლ პაშინიანის არჩევის წინააღმდეგ მისცა ხმა, საპროტესტო მოძრაობის ლიდერმა სომხეთის მოქალქეებს ქუჩების, მეტროსადგურების, რკინიგზის, აეროპორტის, საერთაშორისო და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ბლოკირებისკენ მოუწოდა.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]