სექტემბერი 20, 2018
weather cur airplane horoscope tv

ნიკოლ პაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს

13:47 - 08 მაისი 2018 hits 379

სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი აირჩია. მის კანდიდატურას მხარი 59-მა დეპუტატმა დაუჭირა, 42 წინააღმდეგი იყო.

პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კენჭი მხოლოდ ნიკოლ პაშინიანის კანდიდატურას უყარა. რამდენიმე დღის წინ ქვეყნის მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ საკუთარ კანდიდატს არ წამოაყენებდნენ და მხარს პაშინიანს დაუჭერდნენ. 

„ძვირფასო კოლეგებო, მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის. მინდა ვთქვა მხოლოდ შემდეგი: ვემსახურები ხალხს, ვემსახურები სომხეთს“, - განაცხადა პაშინიანმა კენჭისყრის შემდეგ.

მან ხალხს გამარჯვების აღსანიშნავად რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა. 

აღსანიშნავია, რომ 1-ლი მაისს გამართულ პარლამენტის სხდომაზე რესპუბლიკური პარტიის დეპუტატებმა პაშინიანს მხარი არ დაუჭირეს. თანამდებობაზე ასარჩევად ნიკოლ პაშინიანს სულ მცირე 53 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა, თუმცა მის სასარგებლოდ ხმა მხოლოდ 45-მა მისცა. კენჭისყრის შემდეგ სომხეთში ხალხმრავალი აქციები განახლდა. 2 მაისს პაშინიანის მომხრეებმა ტოტალური გაფიცვის დაწყება გამოაცხადეს. მათ ქუჩები და რკინიგზა გადაკეტეს, როგორც ერევანში, ასევე სხვა ქალაქებში. დაბლოკეს აეროპორტისკენ მიმავალი გზაც. დღის მეორე ნახევარში აქციის მონაწილეებს პაშინიანმა ავტომაგისტრალების გახსნისკენ მოუწოდა, რათა მის მხარდამჭერებს ერევნის ცენტრში მიტინგზე მისვლა შეძლებოდათ. იმავე დღეს ოპოზიციის ლიდერი ფრაქცია „წარუკიანის“ ხელმძღვანელს გაგიკ წარუკიანს შეხვდა, რომელიც პარლამენტში კენჭისყრის დროს მხარდაჭერას დაპირდა.

სომხეთში მასობრივი საპროტესტო აქციები ერთი თვე გრძელდებოდა. პროტესტი მაშინ დაიწყო, როდესაც სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელეს, შემდეგ კი ამ თანამდებობაზე აირჩიეს. სერჟ სარგსიანმა აქციების ფონზე თანამდებობა რამდენიმე დღეში, 23 აპრილს დატოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]