weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ნიკოლ პაშინიანი აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებში მთიანი ყარაბაღის ჩართვას ითხოვს

11:19 ხუთშაბათი, 10 მაისი 2018
ფოტოზე ნიკოლ პაშინიანი და ბაკო სააკიანი ფოტოზე ნიკოლ პაშინიანი და ბაკო სააკიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა განაცხადა, რომ თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების სრულფასოვანი მონაწილე უნდა გახდეს.

9 მაისს ნიკოლ პაშინიანი სტეფანაკერტში იმყოფებოდა და ყარაბაღის ლიდერს ბაკო სააკიანს შეხვდა. პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან მუდმივი საომარი რიტორიკის პირობებში პროგრესის მიღწევა შეუძლებელია.

„კითხვა მდგომარეობს იმაში, ნამდვილად გვინდა თუ არა ამ პრობლემის გადაჭრა. პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი მოლაპარაკებების სწორ ფორმატში წარმართვაა“, - ციტირებს პაშინიანის კომენტარს „რადიო თავისუფლების“ სომხური სამსახური.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ის მზად არის მოლაპარაკებები აწარმოოს როგორც სომხეთის, ისე აზრებაიჯანის პრეზიდენტთან, ხოლო ყარაბაღის ხელმძღვანელობა მოლაპარაკებებში ყარაბაღის მხარის სახელით უნდა გამოვიდეს. კითხვაზე - ხომ არ შეიყვანს ეს პოზიცია პროცესს ჩიხში, პაშინიანმა უპასუხა, რომ მოლაპარაკებები ისედაც ჩიხშია.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო, როდესაც აზერბაიჯანის შემადგენლობაში არსებულმა ძირითადად ეთნიკური სომხებით დასახლებულმა მთიანი ყარაბაღის ავტონომიურმა ოლქმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. კონფლიქტს დაახლეობით 30 000 ადამიანი ემსხვერპლა. 1994 წელს მხარეებმა ზავი გამოაცხადეს, რომელიც მუდმივად ირღვევა.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მიზნით მოლაპარაკებები ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში 1992 წლიდან მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]