აგვისტო 16, 2018
weather cur airplane horoscope tv

დაღესტანში პოლიციელებმა დუელი გამართეს და გამშველებელი დაჭრეს

01:04 - 12 მაისი 2018 hits 332

დაღესტნელი სამართალდამცველები იძიებენ ქალაქ იზბერბაშში პოლიციელებს შორის შემდგარ „დუელს“, რის შედეგადაც ორივე მათგანი დაიჭრა და გამვლელიც დაშავდა.

„ბი ბი სის“ რუსული სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს, რომ პოლიციელებმა იმ დროს, როდესაც სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდნენ, ერთმანეთის მისამართით სამსახურებრივი იარაღიდან გაისროლეს და სხვადახვა სიმძიმის ჭრილობები მიიღეს. საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ადგილობრივი მცხოვრები პოლიციელების ორთაბრძოლის შეჩერებას ცდილობდა, რა დროსაც ცეცხლნასროლი ჭრილობა მიიღო.

ერთ-ერთი ვერსიით, ლეიტენანტს კაპიტანთან უთანხმოება შერქმეული მეტსახელის გამო მოუვიდა. მათ კონფლიქტის მოგვარება დუელით გადაწყვიტეს. ორივეს მაკაროვის სისტემის პისტოლეტი ჰქონდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]