weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ილჰამ ალიევმა 634 პატიმარი შეიწყალა, მათ შორის 12 ოპოზიციონერი და საქართველოს 11 მოქალაქეა

12:02 პარასკევი, 25 მაისი 2018

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 634 პატიმარი შეიწყალა, მათ შორის 12 ოპოზიციონერია. მსჯავრდებულების შეწყალება უკავშირდება აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს, რომელიც 28 მაისს აღინიშნება.

შეწყალებულებს შორის უცხო ქვეყნების სულ 39 მოქალაქეა, მათ შორის 11 საქართველოს მოქალაქე, 5 - ჩინეთის, ოთხ-ოთხი რუსეთისა და ირანის, სამ-სამი თურქეთისა და ბანგლადეშის, ორ-ორი თურქმენეთისა და ყაზახეთის და ასევე უზბეკეთის, კამერუნის, ინდოეთის, ავღანეთისა და უკრაინის მოქალაქეები.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ილჰამ ალიევმა შეიწყალა 2013, 2014, 2015, 2016 და 2017 წლებში არიან გასამართლებულნი. მათ შორის არიან მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულებიც.

ილჰამ ალიევმა შეწყალების შესახებ განკარგულებას ოთხშაბათს მოაწერა ხელი, მისი აღსრულება კი დღეს დაიწყო. 

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]