აგვისტო 20, 2018
weather cur airplane horoscope tv

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა

11:56 - 26 მაისი 2018 hits 386
სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა ფოტო © news.am

თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფი სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.

სომხური მედიის ინფორმაციით, შეხვედრა 25 მაისს შედგა და პირადი ხასიათის იყო. არმენ სარქისიანს და ბიძინა ივანიშვილს ერთმანეთთან მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ.

არმენ სარქისიანი თბილისს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ეწვია. სომხეთის დელეგაციასთან ერთად, ის მონაწილეობას მიიღებს 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებში და ორმხრივ შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. გუშინვე, არმენ სარქისიანი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]