ივნისი 21, 2018
weather cur airplane horoscope tv

ნაზრანში სპეცოპერაციის შედეგად სამი ადამიანი მოკლეს

13:42 - 10 ივნისი 2018 hits 191

ინგუშეთში, ქალაქ ნაზრანში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი და მათი დედა მოკლეს. როგორც რესპუბლიკის მეთაურმა იუნუს-ბეკ ევკუროვმა განაცხადა, ლიკვიდირებული მამაკაცები რამადან ბაირამის დღესასწაულზე ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ.

კონტრტერორისტული ოპერაცია 8 ივნისს, გამთენიისას დაიწყო. სამართალდამცავებმა ალყაში მოაქციეს სახლი, რომელშიც, ხელისუფლების განცხადებით, ბანდიტები იმყოფებოდნენ.

ევკუროვის თქმით, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა ბლოკირებულ სახლში მყოფებს დანებება შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს და მათი მისამართით ცეცხლი გახსნეს, რასაც საპასუხო სროლა მოჰყვა.

„კავკაზ რეალიი“-სთან ადგილობრივები ამბობენ, რომ სახლიდან არავის უსვრია: „ქალი ყვიროდა, რომ სახლში მისი შვილები იყვნენ. კაცები კი ამბობდნენ „რამადანის თვეა, რას აკეთებთო“. ჯერ მამა გამოვიდა, რომელიც უკან გაგზავნეს რათა ქალიც გამოეყვანა, ის კი ყვიროდა: „ჩემი შვილების მოკვლა უნდათ, არ გამოვალო. ქმარს ეუბნებოდა, რომ გაერკვია რა ხდებოდა“.

2018 წელს ინგუშეთში კონტრტერორისტული ოპერაცია უკვე მეორედ ჩატარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]