weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

UFC-ს ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი თბილისშია

17:40 ოთხშაბათი, 20 ივნისი 2018

ცნობილი დაღესტნელი სპორტსმენი, შერეული ორთაბრძოლების (ММА) მებრძოლი ხაბიბ ნურმაგომედოვი თბილისში იმყოფება. მთაწმინდაზე გადაღებული ფოტო მან Instagram-ზე გამოაქვეყნა.

სამი თვის წინ მაგომედოვმა UFC 223-ის ფარგლებში ამერიკელი ელ იაკვინტა დაამარცხა და მსუბუქ წონაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მას შემდეგ, რაც კონორ მაკგრეგორს UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი ჩამოერთვა და იგი ახალ ჩემპიონ ხაბიბ ნურმაგომედოვს გადაეცა, გაჩნდა მოლოდინი და ცნობები იმის შესახებ, რომ ხაბიბი ტიტულს მაკგრეგორთან დაიცავდა. რამდენიმე დღის წინ კი ნურმაგომედოვის მამამ განაცხადა, რომ მაკგრეგორის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება და ბრძოლა, სავარაუდოდ, 6 ოქტომბერს, UFC 229-ზე გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]