weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

აზერბაიჯანში ბამბის მინდვრებში ასზე მეტი ადამიანი მოიწამლა

00:41 ხუთშაბათი, 21 ივნისი 2018

აზერბაიჯანის იმიშლის რაიონში, ბამბის მინდვრებში დასაქმებული ასზე მეტი ადამიანი, მათ შორის 14 წლის გოგონა მოიწამლა. შემთხვევა 19 ივნისს მოხდა. „ბი ბი სის“ ინფორმაციით, ინტოქსიკაცია სავარაუდოდ იმ პესტიციდებმა გამოიწვიეს, რომლებსაც მავნებელი მწერების წინააღმდეგ იყენებენ.

საავადმყოფოში მიყვანილ პაციენტებს თავის ტკივილისა და ღებინების სიმპტომები აქვთ. ამბობენ, რომ შეუძლოდ მინდორში მუშაობის დასრულების შემდეგ გახდნენ. მათმა ნაწილმა გონება საავადმყოფოში გადაყვანამდე დაკარგა. ექიმების თქმით, მსგავსი სახის ინტოქსიკაციას პირველად შეხვდნენ და პირველადი დიაგნოზი ქიმიური მოწამვლაა.

ბოლო ერთ თვეში აზერბაიჯანის ბამბის მინდვრებში მასობრივი ინტოქსიკაციის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს და მოწამვლის მიზეზი ამ დროისთვის დადგენილი არ არის. მანამდე სოფლის მეურნეობის მინისტრმა გამორიცხა, რომ მიზეზი შეიძლება პესტიციდები იყოს.

აზერბაიჯანში ბამბას ქალები ხელით აგროვებენ. მათი დღიური ანაზღაურება 10 მანათია.

„ბი ბი სის“ ინფორმაციით, მებამბეობა აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ აქტიურად არის წახალისებული, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ნავთობის ფასი დაეცა. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბამბას „თეთრი ოქრო“ უწოდა და გასულ წელს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც მებამბეობის განვითარების სახელმწიფო პროგრამის შექმნას ითვალისწინებს.

მილი მეჯლისის დეპუტატისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრის, ვახიდ ახმედოვის განცხადებით, გასულ წელს აზერბაიჯანში 200 000 ტონა ბამბა მოაგროვეს, რაც 6-ჯერ მეტია 2015 წლის შედეგებზე.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]