weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

აზერბაიჯანელი ბლოგერი სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ცილისწამებისთვის დააპატიმრეს

00:36 კვირა, 05 მარტი 2017

აზერბაიჯანელ რეპორტიორთა თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის თავმჯდომარეს, ბლოგერ მეჰმან ჰუსეინოვს 2017 წლის 3 მარტს სასამართლომ 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ჰუსეინოვი სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ცილისწამებისთვის დამნაშავედ ცნეს და სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს.

მეჰმან ჰუსეინოვი ცნობილი ჟურნალისტი, აქტივისტი და ბლოგერია აზერბაიჯანიდან. იგი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალ SANCAQ-ის რედაქტორი და აქტიური კორესპონდენტია.

ჰუსეინოვი ბაქოს სასამართლომ პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის ბრალდებით პირველად 2017 წლის იანვარში გაასამართლა. მაშინ ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო, დააჯარიმა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. გათავისუფლების შემდეგ ჰუსეინოვმა განაცხადა რომ დაკავების დროს მასზე პოლიციის მხრიდან ზეწოლა იყო. ბრალდების შემდეგ პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელმა მუსა მუსაევმა ჰუსეინოვის წინააღმდეგ სასამართლოში კერძო საჩივარი შეიტანა.

ჰუსეინოვის ფოტო-ვიდეორეპორტაჟებმა, IRFS-ის ცნობით, უამრავ ადამიანს მიაქცევინა ყურადღება სოციალურ და პოლიტიკურ პრობლემებზე აზერბაიჯანში. მისი ვიდეორეპორტაჟების ბოლო სერიამ - „კორუმპირებულ ჩინოვნიკებზე დევნამ“, ორგანიზაციის ცნობით, აზერბაიჯანის მმართველი პოლიტიკური ძალების გაღიზიანება გამოიწვია.

2016 წლის ნოემბერში ჰუსეინოვი IRFS-ის თავმჯდომარედ აირჩიეს. შეგახსენებთ, რომ მისი წინამორბედი, ჟურნალისტი რასიმ ალიევი 2015 წლის აგვისტოში ცემით მოკლეს.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]