ივლისი 20, 2018
weather cur airplane horoscope tv

კადიროვის გამო სალაჰი ეგვიპტის ნაკრებიდან წასვლაზე ფიქრობს – СNN

19:40 - 24 ივნისი 2018 hits 1114
ფოტო: vk.com/ramzan ფოტო: vk.com/ramzan

„ლივერპულის“ ეგვიპტელმა ფორვარდმა მოჰამედ სალაჰმა ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვთან ერთად გამოჩენის გამო შესაძლოა ეგვიპტის ეროვნული ნაკრები დატოვოს. ტელეკომპანია CNN წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სალაჰი უკმაყოფილოა მისი ვიზიტის დროს ჩეჩნეთში შექმნილი სიტუაციით, არ სურს ვინმეს პოლიტიკური იმიჯისთვის იქნეს გამოყენებული ან ჩაერთოს ისეთ თემებში, რომელიც ფეხბურთს არ ეხება.

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის პერიოდში ეგვიპტის ეროვნული ნაკრები ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში იყო ბაზირებული. სალაჰისა და ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ერთად გამოჩენა ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი სალაპარაკო თემა გახდა, რაც მედიით ფართოდ გაშუქდა. გროზნოში ყოფნის დროს რამზან კადიროვმა ეგვიპტელ ფეხბურთელს ჩეჩნეთის საპატიო მოქალაქის წოდებაც მიანიჭა და ჩეჩნეთის დროშის გამოსახულებიანი სამკერდე ნიშანი გაუკეთა.

კრიტიკოსები თვლიან, რომ რამზან კადიროვმა სალაჰის სტუმრობა ჩეჩნეთის იმიჯის გაუმჯობესებისთვის, პროპაგანდისა და თვითრეკლამისთვის გამოიყენა. ამ თემაზე კადიროვს შეკითხვა BBC-ის ჟურნალისტმაც დაუსვა.

„ჩვენს „ახმატ-არენაზე“ მარადონა თამაშობდა. ჩვენთან ბევრი ცნობილი ადამიანი ჩამოდის და არ ვცდილობთ ამისგან პოლიტიკის გაკეთებას. ჩეჩნეთში არც მოჰამედ სალაჰი და არც ეგვიპტის ნაკრები მე არ მომიწვევია. ჩვენ პირობები შევქმენით, მათ კი ეს რეგიონი აირჩიეს. FIFA-სა და UEFA-ს ჰკითხეთ. ამ საქმით ისინი იყვნენ დაკავებული და არა მე“, - განაცხადა კადიროვმა.

რამზან კადიროვს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში ადანაშაულებენ. ამის გამო, რამდენიმე თვის წინ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კადიროვი ე.წ. მაგნიტსკის სიაში შეიყვანა. მოგვიანებით მას სანქციები ლიეტუვამაც დაუწესა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]