weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ქალაქ განჯაში არეულობის დროს ორი პოლიციელი დაიღუპა

11:12 ოთხშაბათი, 11 ივლისი 2018

აზერბაიჯანში, ქალაქ განჯაში საპროტესტო აქციის დროს მიყენებული ჭრილობების შედეგად პოლიციის ორი თანამშრომელი დაიღუპა. შემთხვევა 10 ივლისს მოხდა, როდესაც 200-მდე ადამიანმა განჯის მერზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული მამაკაცის მხარდასაჭერად ქალაქის ადმინისტრაციასთან არასანქცირებული საპროტესტო აქცია გამართა.

აქციის მონაწილეები პოლიციისგან ითხოვდნენ, გამოიძიონ არა მხოლოდ ქალაქის მერ ელმარ ვალიევზე თავდასხმის ფაქტი, არამედ მისი საქმიანობაც. არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ საპროტესტო აქციის ძალის გამოყენებით დაშლა გადაწყვიტა.

არეულობის დროს ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრეს განჯის პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელი, ილგარ ბალაკიშიევი და ნიზამნის რაიონის პოლიციის მთავარი განყოფილების უფროსი, სამად აბასოვი. პოლიციის თანამშრომლებმა აქციის 40-მდე მონაწილე დააკავეს.

აზერბაიჯანის მთავარმა პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პოლიციელების მკვლელობაში ეჭვმიტანილებზე ძებნა გამოაცხადეს. უწყებების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ 10 ივლისს რელიგური რადიკალები საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დარღვევას ცდილობდნენ. იყენებდნენ მჭრელ და ბლაგვ საგნებს, წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციის თანამშრომლებს, რის შედეგადაც დაიღუპა ორი პოლიციელი.

„ზომების მიღების შედეგად საზოგადოებრივი წესრიგი განჯაში აღადგინეს. დადგინდა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი ორი პირის ვინაობა - წარსულში მკვლელობისთვის მსჯავრდებული, 1988 წელს დაბადებული რაშიდ მამედლი და ასევე 1988 წელს დაბადებული ფარუხ გასიმოვი. ამ ეტაპზე დანაშაულში ეჭვმიტანილების სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ელმარ ვალიევზე თავდასხმა 3 ივლისს მოხდა. ქალაქის ადმინისტრაციის შენობასთან ცეცხლი გახსნეს, რის შედეგად მერი და მისი პირადი დაცვის წევრი დაშავდნენ. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა ადგილობრივი მკვიდრი, 35 წლის იუნის საფაროვი დააკავეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]