სექტემბერი 22, 2018
weather cur airplane horoscope tv

საქართველომ და სომხეთმა ტურისტებს ერთობლივი პაკეტები უნდა შევთავაზოთ - მგერ გრიგორიანი

01:22 - 21 ივლისი 2018 hits 1391
ფოტოზე: მგერ გრიგორიანი ფოტოზე: მგერ გრიგორიანი

სომხეთის ვიცე-პრემიერი მგერ გრიგორიანი გამოდის ინიციატივით, რომ სომხეთმა და საქართველომ ტურისტებს ერთობლივი ტურისტული პაკეტები შესთავაზონ. გრიგორიანის თქმით, საქართველოსა და სომხეთს შორის ტურიზმის სექტორში თანამშრომლობის გააქტიურება შესაძლებელია.

„შეიძლება ითქვას, ყოველი მეორე ტურისტი, რომელიც ერევანს სტუმრობს, შემდეგ თბილისში მიდის, ან პირიქით. ჩვენ ამ პროცესს ვერ ვმართავთ. არის განვითარების პოტენციალი და ამის სტიმულირება უნდა მოხდეს. საქართველოსა და სომხეთის ერთობლივი ტურისტული პაკეტები საინტერესო იქნება“, – ციტირებს პირველი არხი გრიგორიანის კომენტარს.

სომხეთის ვიცე-პრემიერმა ასევე თქვა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის აუცილებლად უნდა გაღრმავდეს ენერგეტიკული კავშირები, არსებობს პოტენციალი ვაჭრობის კუთხითაც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]