აპრილი 24, 2018
weather cur airplane horoscope tv

კავკასია

ერევანში დღეს დილით პოლიციამ ძალა გამოიყენა და სომხეთის მთავრობის შენობის მესამე კორპუსთან მიმდინარე საპროტესტო აქცია დაშალა. პოლიციამ 20 დემონსტრანტი დააკავა და შენობის შესასვლელზე კონტროლი დაამყარა.

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, მილი მეჯლისში ილჰამ ალიევის პრეზიდენტად ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. ფიცის დადების დროს ალიევმა განაცხადა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას დაიცავს და ღირსეულად ემსახურება ხალხს.

სომხეთის დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა ათეულობით მოქალაქე დააკავეს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პოლიციაში განაცხადეს, რომ 12:00 საათისთვის 66 ადამიანი იყო დაკავებული.

სომხეთის დედაქალაქში პროტესტი გრძელდება. NEWS.am-ის ინფორმაციით, აქტივისტები ამ დრომდე ერევნის ცენტრალური ქუჩების გადაკეტვას ცდილობენ. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის „სამოქალაქო შეთანხმების“ ლიდერის, ნიკოლ პაშინიანის განცხადებით, ამ პროცესს უკვე არ აკონტროლებენ და ხალხი…

სომხეთის დედაქალაქში ოპოზიციის მომხრეებმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს და ერევანში რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს. აქცია-მსვლელობის მონაწილეები აპროტესტებენ ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნას. ამ საკითხს სომხეთის პარლამენტმა კენჭი ხვალ უნდა…

სომხეთის პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციური ბლოკის, „ელკ“-ის (გამოსავალი) წარმომადგენლებმა საკვამლე კაფსულები აანთეს, რითიც მესამე პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრად შესაძლო არჩევა გააპროტესტეს.

აზერბაიჯანში, სადაც დღეს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს. წინასწარი შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი იმარჯვებს. 

აზერბაიჯანში დღეს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. პარტია „თანამედროვე მუსავატის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა ჰაფიზ გაჯიევმა განაცხადა, რომ ხმა მოქმედ პრეზიდენტს და საკუთარ კონკურენტს, ილჰამ ალიევს მისცა.

ცნობილმა დაღესტნელმა სპორტსმენმა, შერეული ორთაბრძოლების (ММА) მებრძოლმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა UFC-ის (აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი) მსუბუქ წონაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. UFC 223-ის ფარგლებში ორთაბრძოლა ნიუ-იორკში 8 აპრილს შედგა. ხაბიბ ნურმაგომედოვმა ამერიკელი ელ…

ერევნის ცენტრში მდებარე სწრაფი კვების რესტორან Burger King-ში მომხდარი აფეთქების შედეგად რვა ადამიანი დაშავდა. შემთხვავა 2 აპრილს, საღამოს მოხდა. დაშავებულთა შორის ძირითადად არასრულწლოვნები არიან, მათგან ყველაზე პატარა 6 წლის ბიჭია.

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]