აპრილი 24, 2018
weather cur airplane horoscope tv

კავკასია

ბაქოს სასამართლომ აზერბაიჯანში რამდენიმე დამოუკიდებელი მედიასაშუალების საიტის დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო. „რადიო თავისუფლების“ აზერბაიჯანული სამსახურის გარდა დაიბლოკა გაზეთ „აზადლიყის“, ინტერნეტ ტელევიზია „მეიდან ტი-ვის“, „ტურან ტი-ვის“ და „აზერბაიჯან საათის“ ვებგვერდებიც.

დღეს აზერბაიჯანში, ადგილობრივი დროით 7:24 საათზე, 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 60 კილომეტრის სიღრმეში, ქალაქ საბირაბადთან მდებარეობდა. ბიძგები იგრძნობოდა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზეც.

აზერბაიჯანში სახლის პირობებში ჩატარებული წინადაცვეთის შედეგად 5 წლის ბიჭი დაიღუპა. პირი, რომელიც აღნიშნულ ოპერაციას ატარებდა, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაშია ეჭვმიტანილი.

ჩეჩნეთში საერთაშორისო სასწავლო ცენტრის აშენებენ, სადაც წვრთნებს დსთ-ს, ლათინური ამერიკისა და არაბული ქვეყნების სპეცრაზმის მებრძოლები გაივლიან. ძალოვან სტრუქტურებთან ურთიერთობებში რამზან კადიროვის დამხმარის დანილ მარტინოვის განცხადებით, ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი სამხედრო…

2017 წელს ჩეჩნეთში 48 ადამიანი დააკავეს სირიაში წასვლისა და ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანების მცდელობის ბრალდებით. ახალი ამბების სააგენტო „კავკაზსკი უზელი“ რუსეთის ძალოვანი უწყებების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ტერორისტული დაჯგუფების…

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში სამხედრო და სამოქალაქო პირები სომხეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობისა და დივერსიის მომზადების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ერთობლივი განცხადება აზერბაიჯანის მთავარმა პროკურატურამ, უსაფრთხოების სამსახურებმა, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა გაავრცელეს.

ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის განცხადებით, ჩეჩნურ საზოგადოებაში მოვლენა სახელწოდებით „არატრადიციული ორიენტაცია“ არ არსებობს. კადიროვის სიტყვებით, ჩეჩნეთში ხალხი ათასწლეულების განმავლობაში სხვა წესებით ცხოვრობს, რომლებიც მორალის ნორმებს და ერთმანეთთან ეთიკურ ურთიერთობებს კარნახობენ.

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, ეუთო (OSCE) უახლოეს თვეებში ერევანში საკუთარ წარმომადგენლობას დახურავს. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ქრისტინ მუტონენმა და სამხრეთ კავკასიაში სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან ვიგენინმა 4 მაისს მწუხარება გამოთქვეს…

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერს ჩეჩნეთში გეების უფლებების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას და ამ საკითხზე მთავარ პროკურორსა და შინაგან საქმეთა მინისტრს დაელაპარაკება.

ინფორმაციებს ჩეჩნეთში ჰომოსექსუალთა დევნის შესახებ კრემლში „დაუსაბუთებელი“ უწოდეს. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა, რამზან კადიროვის სახით, ამ ინფორმაციებს „რეალობის დამახინჯებად და ცილისწამებად“ მიიჩნევს.

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]