იანვარი 19, 2018
weather cur airplane horoscope tv

რეკლამა

კავკასია

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს სავარაუდოდ 11 ივლისს, ავსტრიაში შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

აზერბაიჯანის დედაქალაქში ახალი გზის მშენებლობისა და ქუჩის რეკონსტრუქციის გამო 1912 წელს აშენებული მეჩეთი "ჰაჯი ჯავადი" დაანგრიეს. პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განკარგულებით თანამდებობიდან გათავისუფლდნენ ის პირები, რომლებმაც მეჩეთის დანგრევის გადაწყვეტილება თვითნებურად მიიღეს.

ჩეჩნეთის პროკურატურა იმ ინტერნეტ-საიტების დაბლოკვას ცდილობს, სადაც ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" საქმიანობის შესახებ მასალები ქვეყნდება. "კავკაზსკი უზელის" ინფორმაციით, პროკურატურამ გროზნოს სასამართლოს სარჩელით 28 ივნისს მიმართა.

ჩეჩნეთში, გროზნოს სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს ბესლან გაურგაშვილს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სააგენტო „კავკაზსკი უზელის“ ცნობით, გაურგაშვილს ბრალად უცხო ქვეყნის შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობა ედება. გამოძიების ინფორმაციით, გაურგაშვილი სირიაში საომარ მოქმედებებში…

„დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს აზერბაიჯანის ჯარი მსოფლიოს 50 უძლიერეს ჯარს შორის არის. ამას მხოლოდ ჩვენ არ ვამბობთ. ამას საზოგადოებაც ხედავს“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქალაქ შირვანში, საბრძოლო მასალების…

საერთაშორისო ექსტრემისტულ ორგანიზაციებში 1286 დაღესტნელია გაწევრიანებული და ყველა მათგანზე ფედერალური ძებნაა გამოცხადებული. ამის შესახებ დაღესტნის ვიცე-პრემიერმა რამაზან ჯაფაროვმა განაცხადა. მისი განმარტებით, დაღესტნელები ძირითადად სირიაში, სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ იბრძვიან.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ხადიჯა ისმაილოვას ინფორმაციით, „რადიო თავისუფლების“ ყოფილი პროდიუსერი, ფრილანსერი ჟურნალისტი ქამრან მაჰმუდოვი აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარზე დააკავეს. ისმაილოვას ცნობით, ჟურნალისტი, რომელიც საქართველოში მიდიოდა, შესამოწმებელ პუნქტზე აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა გააჩერეს და უთხრეს, რომ…

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მთიან ყარაბაღში, შეხების ხაზთან სომხური უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 15 და 16 ივნისს, მთიან ყარაბაღში 6 ჯარისკაცი დაიუპა. აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ მათ „სომხეთის ოკუპაციური ძალების“ პროვოკაციას უპასუხეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულების გარდა არიან დაჭრილებიც.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ჰიკმეტ ჰაჯიევის განცხადებით, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას იურიდიული ძალა არ აქვს და მას სამართლებრივი ან სხვა შედეგი არ მოჰყვება.

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი