weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

უშგულში ჩამონგრეული კოშკის აღდგენა შესაძლოა წელს ვერ მოესწროს

16:59 ორშაბათი, 26 ივნისი 2017
უშგულში ჩამონგრეული კოშკის აღდგენა შესაძლოა წელს ვერ მოესწროს ფოტო © კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უშგულში, ჩამონგრეული ჩარკვიაენების საგვარეულო კოშკის აღდგენითი სამუშაოები ივლისიდან დაიწყება. სპეციალისტების ვარაუდით, კოშკის სრული რეაბილიტაცია წელსვე უნდა მოესწროს. უკიდურეს შემთხვევაში კი სამუშაოები 2018 წლის გაზაფხულზე განახლდება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს რესტავრატორთა ჯგუფმა კოშკის გაწმენდით სამუშაოები დღეს დაიწყო. ხვალ კი ადგილზე  ინსპექტირების ჯგუფი ჩავა, რომელიც  ანაზომებს გააკეთებს. ანაზომების საფუძველზე ჩამონგრეული კოშკის დაჩქარებულ ვადებში აღდგენის პროექტი მომზადდება.

ზემო სვანეთში, უშგულის თემში, სოფელ ჩვიბიანში XI-XII საუკუნეში აგებული კოშკი 22 ივნისს მთლიანად ჩამოინგრა. უშგულში გამგებლის წარმომადგენელის ბესო ჩარქსელიანის თქმით, კოშკს ბზარები ჰქონდა გაჩენილი და დიდი ხანია გამაგრებას საჭიროებდა.

„კოშკი 22 ივნისს ჩამოინგრა. მთლიანად გასწორდა მიწასთან. სამმეტრიანი კუთხეღაა დარჩენილი. იმიტომ დაინგრა, რომ ყურადღებას არ აქცევენ. საკუთარი კოშკის მოვლას ჩვენ არ გვანებებენ. დიდი ხანია გამაგრებას საჭიროებდა. რამდენჯერმე მიმართეს კიდეც ძეგლთა დაცვის სააგენტოს. ჩვენი საქმეა ეგ, ჩვენ მივხედავთო, მაგრამ ფაქტი სახეზეა როგორც მიხედეს“, - აღნიშნა ბესო ჩარქსელიანმა.

23 ივნისს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკა ანთიძემ განაცხადა, რომ სააგენტოსთვის რთულად განსასაზღვრი იყო კონკრეტული პრევენციული ღონისძიებები, რომ კოშკი არ დანგრეულიყო. მისივე თქმით, კოშკს 2017 წელსვე აღადგენდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]