weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ბარისახოში ფშავ-ხევსურული კაფიის საღამო გაიმართება

17:21 შაბათი, 15 ივლისი 2017

30 ივლისს, ხევსურეთში, სოფელ ბარისახოში, ცნობილ ხევსურ მელექსესთან ზაურ (ზური) ზვიადაურთან შეხვედრა და ფშავ-ხევსურული კაფიის საღამო გაიმართება. ღონისძიების მიზანი, ხევსურეთის ფოლკლორული ტრადიციების წარმოჩენა და ახალგაზრდებისთვის მისი გაცნობაა.

კაფიის საღამო ბარისახოს ახალგაზრდულ ცენტრის ეზოში, 15:00 საათზე დაიწყება. ღონისძებაზე მიწვეულ სტუმრებს შორის ტარიელ ხალხელაური, ამირან არაბული და ეთერ თათარაიძე არიან.

„მოწვეულები არიან ხალხური მთქმელები ფშავიდან და ხევსურეთიდან. ასევე მუსიკალური ჯგუფები და პოეტები. ჩვენი მიზანია, რომ კაფია, გალექსებები, რომლითაც ფშავ-ხევსურეთია ცნობილი, არ დაიკაგოს და რაც კი იქმნება და შეიქმნება ამ ჟანრში მაღალი მხატვრული ღირებულების, ყველამ გაიცნოს. ეს არის მცდელობა რომ ლექსობა-კაფიაობა ახალგაზრდებს გავაცნოთ და შევაყვაროთ. სამწუხაროდ, ახალგაზრდა თაობისთვის და ზოგადად, ბევრი ქართველისთვის რამდენიმე კლასიკური ნიმუშის გარდა კაფია და ხალხური სიტყვიერების ნიმუშები უცნობია“, - უთხრა "მთის ამბებს" არასამთავრობო ორგანიზაცია „ხევსური ქალები ჯანსაღი მომავლისათვის“ ხელმძღვანელმა ლელა გაბურმა.

მისივე ინფორმაციით, კაფიის საღამოზე დასწრება თავისუფალია. ღონისძიება ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით იმართება.

სოფელი ბარისახო, რომელიც დუშეთიდან 63 კილომეტრში მდებარეობს, პირაქეთა ხევსურეთის ადმინისტრაციული ცენტრია. ბარისახოში და მიმდებარე სოფლებში საოჯახო სასტუმროებიც ფუნქციონირებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]