weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

​ნიკორწმინდის ტაძრის რეაბილიტაცია წელს დაიწყება და 2018 წელს დასრულდება

11:41 პარასკევი, 28 ივლისი 2017

რაჭაში მდებარე ნიკორწმინდის გუმბათოვანი ტაძრის რეაბილიტაცია წელს დაიწყება და 2018 წელს დასრულდება. კულტურის სამინისტროს ცნობით, ძეგლის სრული რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 1 247 000 ლარი გამოიყო.

2017 წელს დაიწყება ტაძრის ფასადის ქვის, სამრეკლოსა და კედლის მხატვრობის რესტავრაცია.

ნიკორწმინდის გუმბათოვანი ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების შედევრია და XI საუკუნით თარიღდება. ძეგლს არსებობის განმავლობაში დიდი ცვლილებები არ განუცდია, რაც იშვიათია. ტაძრის გუმბათი პირვანდელი სახითაა შემორჩენილი.

ტაძარს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს განსაზღვრული. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან ნიკორწმინდის ტაძარი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]