weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

29 ივლისს ჩარგალში სახალხო დღესასწაული „ვაჟაობა“ გაიმართება

03:00 ორშაბათი, 30 ნოემბერი -0001

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ვაჟა-ფშაველას მშობლიურ სოფელ ჩარგალში, 29 ივლისს სახალხო დღესასწაული „ვაჟაობა“ გაიმართება. „ვაჟაობაზე“ ტრადიციულად სპორტული და კულტურული ღონისძიებები ჩატარდება.

ღონისძიებები 12:00 საათზე დაიწყება. გაიმართება უძველესი სახატე რიტუალი და ლუდის კოდის დალოცვა, ტურნირი ქართულ ჭიდაობაში, ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენა, ხალხური რეწვის ნიმუშებისა და წიგნების გამოფენა-გაყიდვა.

ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის ეზოში გაიხსნება ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში დაცული ვაჟა-ფშაველას პირადი ნივთების, ხელნაწერებისა და უნიკალური ფოტოების გამოფენა.  

სახალხო დღესასწაულზე ტრადიციულად გაიმართება დოღი „ვაჟაობის მხედარი“. 15:00 საათზე კი ამფითეატრში დაგეგმილია გალა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ფოლკლორული ჯგუფები, ჯაზ-ფოლკ ბენდი, ანსამბლი „ალილო“ და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“.

ღონისძიებებზე დასწრების მსურველებს დუშეთიდან და თბილისიდან უფასო ტრანსპორტი მოემსახურება. ქალაქ დუშეთის ცენტრიდან სოფელ ჩარგლის მიმართულებით მიკროავტობუსი 09:00 საათზე გავა, ხოლო თბილისიდან (დიღომი, ვ. მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია) 08:00 საათზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]