weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

23 აგვისტოს ბათუმის პიაცა მსოფლიო პრემიერას უმასპინძლებს

10:36 სამშაბათი, 15 აგვისტო 2017

აჭარის მთავრობა და დეველოპერული კომპანია „რედკო“ 23 აგვისტოს ბათუმის პიაცაზე წარმოგიდგენთ პროექტს „მუსიკა გაერთიანებს“. მოწვეულ სტუმრებს სრულიად განსხვავებულ ჟანრთა სინთეზი ელით, რომლის მთავარი გმირიც მსოფლიოში აღიარებული მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი იქნება.

„მუსიკის ყველა ჟანრი საინტერესოა, როდესაც გამორჩეულ ნიჭთან და ნამდვილ ხელოვნებასთან გვაქვს საქმე“ - ამბობს მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი, რომელიც 23 აგვისტოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს უდირიჟორებს.

Profusion-ს, იტალიელებთან ერთად, ქართველი წევრიც ჰყავს, ვლადიმერ სიჭინავა, ის დრამზე უკრავს, არის ვოკალისტი და ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ასევე წევრები არიან: ჯონათან კარადონა – კლავიში, ფორტეპიანო, დავიდე პეპი – ელექტროგიტარა, აკუსტიკური გიტარა, დუჩო მაჩანტი – ბასგიტარა, ატია მატეი – ვოკალი, იაკოპო პეტტინი – ხმის ინჟინერი.

Profusion-ის მუსიკა ქართულ და ხმელთაშუა ზღვის კულტურებს აერთიანებს, მათ ამ დრომდე სამი ალბომი აქვთ გამოცემული და სხვადასხვა მუსიკალური ფესტივალის მონაწილენი არიან. რიგით მესამე ალბომში მათ ანიტა რაჭველიშვილთან ითანამშრომლეს, ამავე ალბომის მონაწილე იყო „შინის“ სოლისტი, მამუკა ღაღანიძე. 2017 წელს გამოსაცემად მზადდება ჯგუფის რიგით მეოთხე ალბომი, რომელშიც ანიტა რაჭველიშვილისთვის დაწერილი კომპოზიციაც შევა. ეს კომპოზიცია ბათუმის პიაცაზე 23 აგვისტოს პირველად აჟღერდება. აღიარებული მეცო-სოპრანო მაესტრო ნიკოლოზ რაჭველთან, ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და იტალიელ მუსიკოსებთან ერთად სრულიად განსხვავებულ ამპლუაში წარსდგება მაყურებლის წინაშე.

ბილეთები იყიდება: www.tkt.ge ასევე Black Sea Arena-სა და ბათუმის კორტების სალაროში 11-დან 19:00 საათამდე ყოველდღე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]