ნოემბერი 24, 2017
weather cur airplane horoscope tv

მატანში მე–18 საუკუნის ეკლესიას ბეტონის შემოსავლელი უნებართვოდ მიაშენეს

21:02 - 25 აგვისტო 2017 hits 1821

ახმეტის რაიონის სოფელ მატანში, ჩოლოყაშვილების საგვარეულო ციხე სამაგრის ეზოში მდებარე მე–18 საუკუნის ეკლესიას, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, ადგილობრივებმა ალავერდის ეპარქიასთან შეთანხმებით ბეტონის შემოსავლელი და კიბეები უნებართვოდ მიაშენეს. შემოსავლელის სიგანე თითქმის 2 მეტრია, სიმაღლე კი შესასვლელის მხრიდან დაახლოებით 1 მეტრი.

როგორც „რეგინფოს“ ახმეტის მუნიციპალიტეტის ძეგლთა დაცვის სპეციალისტმა ელდარ ჭიჭიაშვილმა განუცხადა, ადგილობრივები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რომ წირვა–ლოცვისას როცა ეკლესიის გარშემო შემოვლა უხდებოდათ, ნაწვიმარზე, მიწაზე ფეხი უსხლტებოდათ. ბეტონის შემოსავლელის მიშენებამდე ეკლესიის გარშემო მწვანე მინდორი იყო.

„ახალი მიშენების მიზეზად ასევე ასახელებენ იმას, რომ წვიმის დროს ეკლესიაში წყალი შედიოდა. წყლისგან დაცვა სხვაგვარადაც შეიძლებოდა, ამგვარი მიშენების გარეშე, რომელმაც ძეგლს პირვანდელი სახე დაუკარგა“, – აღნიშნავს ელდარ ჭიჭიაშვილი.

მისივე თქმით, მშნებლობის დაწყებიდან დამთავრებამდე პერიოდში, რაც ერთ თვეს გაგრძელდა, კულტურული მემკიდრეობის დაცვის სააგენტოს რამდენჯერმე მიმართა და ადგილზე სპეციალისტების ჩასვლა ითხოვა.

„როგორც კი გავიგე, რომ აქ მშენებლობა მიდიოდა, მაშინვე ვაცნობე სააგენტოს ამის შესახებ და მას შემდეგაც არაერთხელ დავუკავშირდი, რომ სპეციალისტები გამოეგზავნათ. მპირდებოდნენ, რომ ჩამოვალთ, ჩამოვალთ, მაგრამ მშენებლობა ისე დასრულდა, რომ არავინ ჩამოსულა. როცა ასეთ ღონისძიებას აკეთებს ის, ვისაც უნდა, რომ ტაძარს რამე შემატოს, ამას უფრო კომპეტენტური ადამიანები უნდა განიხილავდნენ და წყვეტდნენ“, – აღნიშნავს ელდარ ჭიჭიაშვილი.

სამშენებლო სამუშაოებს ალავერდიის ეპარქიის წარმომადგენლები ხელმძღვანელობდნენ. ეპისკოპოსმა დავითმა ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა.

„რეგინფოს“ ინფორმაციით მშენებლობა არ ყოფილა შეთანხმებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან და არც შესაბამისი ნებართვა არსებობს.

კითხვაზე, რატომ არ ჩავიდნენ სააგენტოს სპეციალისტები მატანში ძეგლზე უკანონო მიშენების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ბექა ბარამიძე განმარტავს: „მანდ პრობლემა იყო, რომ წყალი შედიოდა ეკლესიაში. არ ყოფილა შეთანხმებული მშენებლობა. არც ნებართვა არსებობს. პირვანდელი სახეც დამახინჯდა, მაგრამ სასულიერო პირებთან შევთანხმდით, რომ რეკონსტრუქციის პროექტი შემუშავდება და ყველაფერს გაითვალისწინებენ“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი