weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

Black Sea Arena-ზე გასამართი ელტონ ჯონის კონცერტები გადაიდო

10:47 პარასკევი, 08 სექტემბერი 2017

ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის, მომღერლისა და კომპოზიტორის, ელტონ ჯონისა და მისი ბენდის Black Sea Arena-ზე გასამართი კონცერტები გადაიდო. 16 და 17 სექტემბერს საქართველოში დაგეგმილი კონცერტები წელს აღარ გაიმართება - ისინი მომავალი წლის 30 ივნისსა და 1-ელ ივლისს ჩატარდება.

დაგეგმილი კონცერტების გადადების შესახებ ინფორმაცია ბოლო რამდენიმე დღეა ვრცელდებოდა, რის მიზეზადაც ელტონ ჯონის ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, სტივ ჯონსონის მიერ ხელზე ჩატარებული ოპერაცია სახელდებოდა.

5 გრემისა და ოსკარის მფლობელი ელტონ ჯონი 2017 წლის ტურნეს (Wonderful Crazy Night Tour) ფარგლებში საქართველოს პირველად უნდა წვეოდა. ქართველი მსმენელის წინაშე მუსიკოსს როგორც ცნობილი ძველი ჰიტები, ასევე ახალი სიმღერები უნდა შეესრულებინა ბოლო სტუდიური ალბომიდან - “Wonderful Crazy Night”.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]