ნოემბერი 24, 2017
weather cur airplane horoscope tv

ვენეციის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო გილერმო დელ ტორომ მოიპოვა

11:35 - 10 სექტემბერი 2017 hits 375

2017 წლის კიდევ ერთი დიდი კინომოვლენა, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა. რიგით 74-ე ფესტივალზე მთავარი ჯილდო „ოქროს ლომი“ ოსკარის ნომინანტი მექსიკელი სცენარისტისა და რეჟისორის, გილერმო დელ ტოროს ინგლისურენოვანმა ფილმმა მოიპოვა. 1960-იანი წლების სამეცნიერო ფანტასტიკურმა დრამა სათაურით – The Shape of Water (წყლის ფორმა), ფესტივალის ჟიურიმ, რომლის პრეზიდენტი ჰოლივუდის ვარსკვლავი ანეტ ბენინგი იყო, საუკეთესოდ სცნო.

ვენეციის წლევანდელი კინოფესტივალის საკონკურსე პროგრამა ცნობილია

ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის შემადგენლობაში, ანეტ ბენინგის გარდა, შედიოდნენ: ედგარ რაიტი (ინგლისელი რეჟისორი და მსახიობი), ილდიკო ენიედი (უნგრელი რეჟისორი და სცენარისტი), მიჩელ ფრანკო (მექსიკელი რეჟისორი და სცენარისტი), იონ ფანი (ტაივანელი რეჟისორი და სცენარისტი), რებეკა ჰოლი (ინგლისელი მსახიობი), ანა მუგლალისი (ფრანგი მსახიობი), იასმინე ტრინკა (იტალიელი მსახიობი) და დეივიდ სტრეტონი (ავსტრალიელი კრიტიკოსი).

დანარჩენი მთავარი კინოჯილდოები ჟიურის გადაწყვეტილებით ასე განაწილდა:

საუკეთესო რეჟისურისთვის განკუთვნილი „ვერცხლის ლომი“ ფრანგმა რეჟისორმა ქსავიე ლეგრანმა აიღო ფრანგული სოციალური დრამით - Jusqu'à la garde, სადაც განქორწინებული წყვილი ვაჟიშვილზე უფლებების მოპოვებას ცდილობს.

ჟიურის გრან-პრი ებრაელმა რეჟისორმა გაბრიელ მაოზმა აიღო საინტერესო ფილმით „ფოქსტროტი“, რომელშიც ნაჩვენებია დაღუპული ჯარისკაცის მშობლების მოქმედება მას შემდეგ, რაც ისინი შვილის სიკვდილის შესახებ შეიტყობენ.

ჟიურის სპეციალური პრიზი ავსტრალიურ ვესტერნის ჟანრის ფილმს გადაეცა, რეჟისორ უორვიკ თორნტონის კრიმინალურ სათავგადასავლო დრამას - Sweet Country.

საუკეთესო ქალ მსახიობად ჟიურიმ ინგლისელი უბერებელი კინოლეგენდა შარლოტა რემპლინგი დაასახელა იტალიური ფილმისთვის - Hannah. მამაკაცის საუკეთესო როლისთვის განკუთვნილი ჯილდო კი ლიბანელმა ქამელ ელ ბაშამ მოიპოვა ფრანგულ-ლიბანური დრამისთვის სათაურად „ინსულტი“.

საუკეთესო სცენარისთვის ოსკაროსანი სცენარისტი და რეჟისორი მარტინ მაკდონაჰი დაჯილდოვდა კრიმინალური შავი კომედიური დრამისთვის - Three Billboards Outside Ebbing, Missouri, რომელშიც მთავარ როლს ოსკაროსანი ფრენსის მაკდორმანდი ასრულებს.

მარჩელო მასტროიანის სახელობის პრიზი ახალგაზრდა მსახიობის აღმოჩენისთვის 18 წლის ჩარლი პლამერმა მოიპოვა ფილმისათვის - Lean on Pete.

ვენეციის რიგით 74-ე კინოფესტივალზე ჰოლივუდის ლეგენდარული ვარსკვლავები, რობერტ რედფორდი და ჯეინ ფონდა კინოში შეტანილი ღვაწლისთვის სპეციალური ჯილდოთი დაჯილდოვდნენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი