weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

პარხალის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოებში ქართული მხარე ჩაერთვება

13:39 ოთხშაბათი, 13 სექტემბერი 2017

16 სექტემბრიდან თურქეთში ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის – პარხალის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება და პირველად, ამ პროცესში ქართული მხარე ოფიციალურად ჩაერთვება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ინფორმაციით, რომელიც ტაო-კლარჯეთიდან კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ჩამოიტანა, რესტავრაციის პროცესში ქართველი სპეციალისტები - სამხატვრო აკადემიის რესტავრატორები ჩაერთვებიან. ეს, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან კარგი გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ძეგლის პირვანდელი იერსახე შენარჩუნდეს. მივესალმებით ამ ფაქტს და ვფიქრობთ, ეს არის ძალიან კარგი თანამშრომლობის შედეგი“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

სამონასტრო კომპლექსი პარხალი თურქეთში, ართვინის პროვინციაში, იუსუფელის რაიონში, ისტორიულ პარხალში მდებარეობს.

პარხალის ეკლესია ააგო დავით III კურაპალატმა (აშენდა 973 წელზე ცოტა ადრე). ამ პერიოდში შატბერდის მონასტერში მოღვაწე იოანე ბერაიმ გადაწერა და პარხალს შესწირა სახარება, რომელიც ლიტერატურაში პარხლის ოთხთავის სახელითაა ცნობილი. პარხლის მოღვაწეთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია გაბრიელ პატარაჲ (X-XI სს.), პარხლის ოთხთავისა და პარხლის მრავალთავის გადამწერი. პარხალში გადაიწერა „შუშანიკის წამება“, უძველესი ნუსხა X ს-სა. ოსმალთა მიერ (XVIს.) დაპყრობის შემდეგ ბაზილიკა მეჩეთად გადააკეთეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]