weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

„მე გადავცურე ენგური“ - დოკუმენტური ფილმის პრემიერა 27 სექტემბერს გაიმართება

17:05 ხუთშაბათი, 21 სექტემბერი 2017

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, კინოთეატრ რუსთაველში ანუნა ბუკიას დოკუმენტური ფილმის „მე გადავცურე ენგური“ პრემიერა გაიმართება. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ქალის ისტორიას. ის იღებს გადაწყვეტილებას იპოვოს სახლი, რომელიც ომმა ოთხი წლის ასაკში დააკარგვინა.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვედრის ერთადერთი შანსი საზღვრის მალულად გადაკვეთაა. ბარიერი კი, ბუნებრივი გამყოფი ზოლი, მდინარე ენგური და რუსი სამხედროების მიერ ხელოვნურად შექმნილი მავთულხლართების ხაზია. სახლის ძიებისას ფილმის მთავარი გმირი იკვლევს მასავით დევნილი პირების ყოფას ომის დასრულებიდან 24 წლის შემდეგ. რეჟისორი და ფილმის ერთ-ერთი გმირი, ანუნა ბუკია პოულობს ე.წ გადამყვანებს, რომლებიც მას ეხმარებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვედრაში. 

„მე გადმოვცურე ენგური“ - ეს არის ამბავი თუ როგორ შეიძლება ოკუპაცია იქცეს დაღად ადამიანებისთვის და სამუდამოდ გააქროს სახლის და სიმშვიდის შეგრძნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]