weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

თელავური როკ-ჯგუფი „ღამურები“ კონცერტს ხუთწლიანი პაუზის შემდეგ გამართავს

15:07 ხუთშაბათი, 26 ოქტომბერი 2017

1988 წელს თელავში დაარსებული როკ-ჯგუფი „ღამურები“ ახალ კონცერტს 11 ნოემბერს, ქალაქ თელავში გამართავს. კონცერტზე ლეგენდარული The Beatles-ის ცნობილი სიმღერების ქავერ-ვერსიები შესრულდება.

მუსიკალურ საღამოზე ჯგუფის ძველი და ახალი წევრები - ზაზა კევლიშვილი, მამუკა ხანჯალიაშვილი, დათო თუშიშვილი, ალეკო გომურაშვილი და დუტა სხირტლაძე დაუკრავენ. კონცერტს „ღამურების“ ბასისტი, მსახიობი და შოუმენი დუტა სხირტლაძე გაუძღვება.

კონცერტი ფონდ „ახალი სიცოცხლის“ დარბაზში 19:00 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 10 ლარი იქნება.

კვარტეტი „ღამურები“ (კევლიშვილი, ხანჯალიაშვილი, თუშიშვილი, სხირტლაძე) თელავში დაარსდა. პირველი კონცერტი 1989 წელს მშობლიურ ქალაქში გამართა. 1991 წელს ჯგუფმა პირველი ალბომი „Live In Telavi“ ჩაწერა, ხოლო 1993 წლის ნოემბერში, სტუდია „მელოდიაში“ ჩაიწერა მეორე ალბომი სახელწოდებით „დირიჟორი“, რომელშიც შესულია „ღამურების“ შვიდი ინგლისურენოვანი და ერთი ქართული კომპოზიცია. 1994 წლის გაზაფხულზე ჯგუფმა ტურნე გერმანიაში, ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში გამართა. ჯგუფმა უკანასკნელად 2012 წელს თელავის თეატრში დაუკრა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]