weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

კევინ სპეისი კინოინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის განკუთვნილ ჯილდოს ვეღარ მიიღებს

13:11 ხუთშაბათი, 02 ნოემბერი 2017

ჰოლივუდის ვარსკვლავი კევინ სპეისი კინოინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის „ემის“ პრესტიჟულ ჯილდოს ვეღარ მიიღებს, რისი მიზეზიც მისი ბოლო დღეებში გახმაურებული სექსუალური სკანდალია.

ამერიკული ტელეაკადემიის (ATAS) გადაწყვეტილებით, „ემის“ რიგით 45-ე საერთაშორისო დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც 20 ნოემბერს ნიუ იორკში გაიმართება, ჰოლივუდის ვარსკვლავი ხსენებულ ჯილდოს სწორედ სექსუალურ ძალადობაში ბრალდების გამო ვეღარ მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ამერიკულმა ტელეარხმა „ნეტფლიქსმა“ იგივე მიზეზით დახურა პოპულარული პოლიტიკური სერიალი „ბანქოს სახლი“, სადაც მთავარ როლს კევინ სპეისი ასრულებს.

სულ ახლახანს ცნობილი ასევე გახდა, რომ ენტონი რაპის გარდა, კევინ სპეისი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ სამმა მამაკაცმა ამხილა.

58 წლის აღიარებულ მსახიობს კარიერაში დღემდე სხვადასხვა პრესტიჟულ კინო და ტელედაჯილდოებებზე 81 ნომინაციიდან 51 ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის - ორი ოსკარი, ოქროს გლობუსი, „ემის“ ჯილდო, „ტონის“ ჯილდო, BAFTA-ს ჯილდო, მსახიობთა გილდიის 4 ჯილდო და სხვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]