weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ბათუმში აღმოჩენილი ქვევრის დაზიანებაზე უმკაცრესი რეაგირება იქნება – სააგენტო

14:34 ორშაბათი, 20 ნოემბერი 2017

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ბათუმში კანალიზაციის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს აღმოჩენილი ქვევრის დაზიანება ვანდალური ფაქტია და სააგენტოს უმკაცრესი რეაგირება ექნება. წინასწარი შეფასებით, ქვევრი XI საუკუნისაა.

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გმობს გარკვეული პირების მიერ, არქეოლოგიური ნაშთების მიზანმიმართულ დაზიანებას. ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და დაზიანების ხარისხის განსაზღვრისთვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლების ჯგუფი დღესვე გაემგზავრა ბათუმში, რომელიც სათანადო ანგარიშს მოამზადებს. დოკუმენტის საფუძველზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სამართლებრივი მოკვლევისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის მოთხოვნით შესაბამის უწყებებს მიმართავს“, - განაცხადეს სააგენტოში.

ქვევრი თამარ მეფის დასახლებაში, ე.წ. თამარის ციხიდან 300 მეტრში, მიწაში იპოვეს. ის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულმა პირებმა ჯერ ხელით, შემდეგ კი ქვითა და ტრაქტორის გამოყენებით ჩამოამტვრიეს. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. ვანდალური აქტის ამსახველი ვიდეო სოციალური ქსელით გავრცელდა.

ამ დროისთვის თამარის დასახლებაში სარებილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია და არქეოლოგიური კერის სრულ შესწავლამდე არ განახლდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]