weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ხელოვნების სასახლეში გივი ბერიკაშვილის ბიუსტი დაიდგმება

11:45 ხუთშაბათი, 18 მაისი 2017

დღეს, 17:00 საათზე, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის „უკვდავთა ბაღში“ გივი ბერიკაშვილის ბიუსტი დაიდგმება.

გივი ბერიკაშვილი სკულპტურა მსახიობის მეგობარმა, მოქანადაკე თემურ ჭყონიამ მისივე სიცოცხლეში შექმნა და შემდეგ თბილისის მერიის ხელშეწყობით ბრინჯაოში ჩამოისხა.

საქართველოს სახალხო არტისტი, ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავი გივი ბერიკაშვილი 10 აპრილს,  83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გივი ბერიკაშვილი მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წამყვანი მსახიობი იყო. 2008 წელს მარჯანიშვილის თეატრის წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი და გამოიცა წიგნი „სახალხო არტისტი - გივი ბერიკაშვილი“. 

გივი ბერიკაშვილი იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილისა და იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიების ლაურეატი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპეციალური ჯილდოს - „ხელოვნების ქურუმის“ მფლობელი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]