weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ოსკარის ორგზის ნომინანტი კომპოზიტორი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

12:24 კვირა, 11 თებერვალი 2018

აღიარებული ისლანდიელი კინოკომპოზიტორი იოჰან იოჰანსონი 48 წლის ასაკში, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მდებარე საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. სიკვდილის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

იოჰანსონმა საყოველთაო აღიარება ბოლო წლებში შექმნილი კინომუსიკით მოიპოვა. პირველად იგი წარმატებული ბიოგრაფიული დრამით, სათაურად „ყველაფრის თეორია“ (The Theory of Everything), ოქროს გლობუსზე, BAFTA-ზე, ოსკარისა და გრემის ჯილდოებზე წარადგინეს, საიდანაც ოქროს გლობუსის მოპოვება შეძლო. შემდეგი ოსკარისა და ოქროს გლობუსის ნომინაციები კი ცნობილი კანადელი რეჟისორის, დენი ვილნევის ფილმებით (Sicario, Arrival) მოიპოვა.

იოჰანსონმა უკანასკნელი კინომუსიკები 2018 წლის ფილმებისთვის (Mandy, Mercy, Mary Magdalene) შექმნა.

მხატვრული ფილმების გარდა, იოჰან იოჰანსონი თეატრისა და სატელევიზიო პროექტებისთვისაც წერდა მუსიკას, ასევე გამოცემული აქვს ცხრა სტუდიური სოლო ალბომი. გარდაცვლილ კომპოზიტორს ქალიშვილი, მშობლები და დები დარჩა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]