weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ბერლინის კინოფესტივალი ანიმაციური ფილმის ჩვენებით გაიხსნება

12:04 ხუთშაბათი, 15 თებერვალი 2018

2018 წლის ერთ-ერთი მთავარი კინომოვლენა, ბერლინის რიგით 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დღეს, აღიარებული ამერიკელი რეჟისორის, უეს ანდერსონის ანიმაციური ფილმის ჩვენებით გაიხსნება, რაც ბერლინალეს არსებობის ისტორიაში პირველი შემთხვევაა.

ფესტივალის ოფიციალურ პროგრამაში ჩართული თოჯინური მულტიპლიკაცია სათაურად „ძაღლების კუნძული“ (Isle of Dogs), 12 წლის ბიჭის შესახებაა, რომელიც იაპონიაში მოგზაურობს და საკუთარ დაკარგულ ძაღლს ეძებს.

ბერლინის კინოფესტივალის საპრიზო კონკურსში მთავარი ჯილდოს, „ოქროს დათვისა“ და სხვა კინოჯილდოების მოსაპოვებლად 19 ფილმი იბრძოლებს, რომლებიც შემოქმედებით ჯგუფებს სხვადასხვა ქვეყნებიდან აქვთ ჩატანილი.

წინასწარი პროგნოზებით, ჯილდოების მოპოვების კარგი შანსები გას ვან სენტის (Don't Worry, He Won't Get Far on Foot), ალექსეი გერმანის (Довлатов), ბენუა ჟაკოს (Eva), მალგოჟატა შუმოვსკასა (Twarz) და ლავ დიასის (Ang panahon ng halimaw) ნამუშევრებს აქვთ.

გამარჯვებულ კინოსურათსა და დაჯილდოვებულ ფილმებს 25 თებერვალს კინოფესტივალის ჟიური გამოავლენს, რომლის პრეზიდენტი ცნობილი გერმანელი რეჟისორი ტომ ტიკვერია. ჟიურის შემადგენლობაში ასევე შედიან: სესილ დე ფრანსი (ფრანგი მსახიობი), ჩემა პრადო (ესპანელი ფოტოგრაფი), ადელ რომანსკი (ამერიკელი პროდიუსერი), სტეფანი ზაქარეკი (ამერიკელი კინოკრიტიკოსი) და რიუიჩი საკამოტო (იაპონელი კომპოზიტორი).

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]