weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ხელოვნების სასახლეში გივი ბერიკაშვილის ბიუსტი დაიდგა

10:02 პარასკევი, 19 მაისი 2017

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის „უკვდავთა ბაღში“ დღეს გივი ბერიკაშვილის ბიუსტი გაიხსნა. ღონისძიებას, მიწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

„ძნელია გივი ბერიკაშვილზე ისაუბრო წარსულ დროში. იგი არის ქართული კულტურის გამოჩენილი მოღვაწე და ადამიანი, რომელმაც სიყვარულის განსაკუთრებული სტანდარტი დაამკვიდრა. გივი ბერიკაშვილმა შექმნა დაუვიწყარი სახეები კინოსა და თეატრში. მისი გმირების სიტყვებით ჩვენ ყოველთვის ვისაუბრებთ. ეს ფრაზები ჩვენს გონებაში არის ჩაბეჭდილი და ძალიან დიდხანს იცოცხლებს“, - განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

გივი ბერიკაშვილის სკულპტურული პორტრეტი მოქანდაკე თემურ ჭყონიამ მსახიობის სიცოცხლეშივე შექმნა, ბრინჯაოს ქანდაკება კი გოგი ჟღენტმა ჩამოასხა.

საქართველოს სახალხო არტისტი, ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავი გივი ბერიკაშვილი 10 აპრილს,  83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გივი ბერიკაშვილი მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წამყვანი მსახიობი იყო. 2008 წელს მარჯანიშვილის თეატრის წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი და გამოიცა წიგნი „სახალხო არტისტი - გივი ბერიკაშვილი“. იგი იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილისა და იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიების ლაურეატი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპეციალური ჯილდოს - „ხელოვნების ქურუმის“ მფლობელი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]