სექტემბერი 20, 2018
weather cur airplane horoscope tv

28 მარტს მოსკოვში ნანი ბრეგვაძის საიუბილეო კონცერტი გაიმართება

23:23 - 01 მარტი 2018 hits 5264

28 მარტს, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, ქართველი მომღერლის ნანი ბრეგვაძის საიუბილეო კონცერტი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საკონცერტო დარბაზი „კროკუს სითი ჰოლი“ ავრცელებს.

ნანი ბრეგვაძესთან ერთად სცენაზე გამოვლენ მისი შვილი, ეკა მამალაძე, ასევე შვილიშვილი ნატალია ქუთათელაძე. კონცერტი ჩატარდება დიდი სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, რომელსაც ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს. საღამოს სპეციალური სტუმრები იქნებიან ცნობილი შემსრულებლები - ვალერი მელაძე, თამარ გვერდწითელი და ნინო ქათამაძე.

„სახალხო არტისტის და საბჭოთა ესტრადის ვარსკვლავის, ნანი ბრეგვაძის შესრულებით აჟღერდება ყველა ჰიტი, რომლებიც უკვე კლასიკად არის ქცეული: Снегопад, Не оставляйте женщину одну, „სიმღერა თბილისზე“ და სხვა. მისი ხავერდოვანი ხმა წლებთან ერთად მხოლოდ უკეთესი ხდება“, - ნათქვამია საკონცერტო დარბაზის განცხადებაში.

კონცერტი „კროკუს სითი ჰოლში“ ჩატარდება. ბილეთის ფასი 1000-დან 8500 რუბლის ფარგლებში მერყეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]