ივნისი 24, 2018
weather cur airplane horoscope tv

ჩეჩნეთის სახელმწიფო ანსამბლი 4 მარტს თბილისში კონცერტს გამართავს

00:06 - 03 მარტი 2018 hits 327

ჩეჩნეთის ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „ვაინახი“ 4 მარტს, თბილისში, გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში კონცერტს გამართავს. ღონისძიების მხარდამჭერი ჩეჩნეთის კულტურის სამინისტროა.

ანსამბლი საქართველოში საერთაშორისო საგასტროლო ტურის „გროზნოდან სიყვარულით“ ფარგლებში ჩამოდის.

პროექტის ავტორების ინფორმაციით, საგასტროლო ტურის მოწყობის იდეა ქალაქ გროზნოს დაარსებიდან 200 წლის იუბილეს უკავშირდება, მისი მიზანი კი მეზობელი ერებისთვის თანამედროვე გროზნოს გაცნობაა.

„მიუხედავად 1990-2000 წლებში განხორციელებული ორი დამანგრეველი საომარი კამპანიისა, უდიდესი ადამიანური და სოციოკულტურული დანაკარგისა, ქალაქმა საკუთარი თავი და სული არ დაკარგა. ის სწრაფად ვითარდება. ჩეჩნეთის მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის უწყვეტი აღდგენა და განვითარება მჭიდროდ არის დაკავშირებული ცეკვის ხელოვნებასთან, რომელიც თანდაყოლილი აქვთ ჩეჩნებს და კავკასიის სხვა ხალხებს. ცეკვას და სიმღერას ყოველთვის ეკავა გამორჩეული ადგილი ვაინახების ცხოვრებაში. საკონცერტო პროგრამა მოიცავს საცეკვაო ნომრებს, რომლებიც ყველაზე სწორად ასახავენ ჩეჩენი ხალხის კულტურას, ტრადიციებსა და ჩვეულებებს: უფროსებისადმი პატივისცემას, სამხედრო მამაცობის თაყვანისცემას, ძმური მეგობრობის განდიდებას, ქალისადმი დამოკიდებულებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ანსამბლი „ვაინახი“, რომელიც 1939 წელს დაფუძნდა, რუსეთის მთავრობის პრემიის ლაურეატი, იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს უმაღლესი ხარისხის ოქროს ვარსკვლავის ორდენის და ახმად კადიროვის ორდენის მფლობელია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]